კახა კახიშვილი ისანში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა

ისანში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი ისანში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

როგორც კახიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს საკუთარი პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

კახიშვილი ისნის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას დაპირდა და აღნიშნა, რომ მათ უფლებებს პარლამენტში აქტიურად დაიცავს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისნის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შევხვდი. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გმირები არიან, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და თავისუფლება. მათ გავაცანი ჩემი პროგრამა და ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აწუხებთ ვეტერანებს. დავპირდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, თითოეული მათგანის გვერდით ვიდგები და ვიქნები ერთ-ერთი იმ პარლამენტარებიდან, რომელიც აქტიურად დაიცავს მათ უფლებებს საკანონმდებლო ორგანოში”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები