თორნიკე რიჟვაძე: სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ადგილზე იმყოფება მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

“სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი – ავტომობილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები