37 დევნილ ოჯახს შიდა ქართლის რეგიონში ბინები გადაეცა

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში კიდევ 37 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გადასცეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, ჯამურად, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 21 655 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები