პაატა იმნაძე: რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?!

“რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას – “რა რაოდენობამდე უნდა გაიზარდოს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომ არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”.

იმნაძის თქმით, საარჩევნო პროტოკოლი შემუშავებულია.

„რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?! საარჩევნო პროტოკოლი შემუშავებულია. ნიღაბი და დისტანცია ყველაფერზე კარგი საშუალებაა. თუ ნიღაბს ვატარებთ და დისტანციას დავიცავთ, აჭარაშიც ყველაფერი სულ მალე მოწესრიგდება. ნიღაბი და დისტანცია – ეს არის კორონასთან ბრძოლა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები