დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლა გრძელდება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს განაგრძობს.

სამსახურის მიერ დღეს სხვადასხვა მისამართზე 1 160 ძირი ცაცხვის ხე და, ასევე, 9 მარტის სკერში 170 ხე და 130 ბუჩქი განმეორებით შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:

  • ყაზბეგის გამზირი;
  • მიცკევიჩის ქუჩა;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი;
  • კოსტავას ქუჩა;
  • წერეთლის გამზირი;
  • ცაბაძის ქუჩა;
  • შეშელიძის ქუჩა;
  • გობრონიძის ქუჩა;
  • ხიზანიშვილის ქუჩა;
  • სარაჯიშვილის გამზირი;
  • მანჯგალაძის ქუჩა;
  • მელიქიშვილის ქუჩა;
  • ტატიშვილის ქუჩა;
  • ხორავას ქუჩა;
  • ჟვანიას ქუჩა;
  • ჭიჭინაძის ქუჩა;
  • რუსთაველის გამზირი;
  • ქიაჩელის ქუჩა;
  • ბალანჩივაძის ქუჩა.

მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები