“კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა”
საქართველოს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 55 წლის ქალბატონია.
მისი თქმით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„გარდაცვლილი არის აჭარიდან, 55 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება – ეს არის შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, ნეოკარდიუმის ინფაქტი და ორმხრივი მწვავე პნევმონია“, – განაცხადა ენდელაძემ.