ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 38 კოვიდპაციენტიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტი არ ჰყავთ.
“38 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტი არ გვყავს. მძიმე გვყავს ერთი, რომელსაც მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არ სჭირდება. კორონავირუსთან ერთად აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა”,- განაცხადა გოფოძემ.