ირაკლი ჩიქოვანი: ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო

 

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ეროვნული გმირების ბიუსტები გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია არიან მაგალითის მიმცემი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო. მიხარია, რომ გენო ადამიას დღეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომს ჰყავს უამრავი გმირი, რომელთა ისტორიები ჯერ კიდევ უცნობია”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები