თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

თურქეთის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეების გამო ილჰამ ალიევს მიუსამძიმრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, დღესაც აზერბაიჯანის გვერდით დგას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერდოღანს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ფრონტზე მიმდინარე მოვლენები გააცნო.

სახელმწიფო მეთაურებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები