პაკისტანში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მებრძოლების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.
„სინხუას“ ცნობით, ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ბაჯაურის რაიონში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით ტერორისტი სამხედრო ბანაკში შევიდა და მოწყობილობა აამოქმედა.
აფეთქებისთანავე, მებრძოლებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო ცეცხლის შედეგად რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.
ხაიბერ-პახტუნხვაში რადიკალური დაჯგუფებები ე.წ. ვაზირისტანის ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. რეგიონი ავღანეთის მოსაზღვრე ტომობრივ რაიონებში მდებარეობს. ის პაკისტანის ერთ-ერთ ცხელ წერტილს წარმოადგენს.