“დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა”

“პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა – “თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას”.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს ხომ არ არის რაღაც სიახლე. ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ – დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს ვიცოდით, გეგმას მივყვებით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა გვაქვს და გვექნება კიდევაც, უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას, რასაც ვგეგმავდით და რასაც ყოველთვის ვამბობდით. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია იგივე მკაცრი ზომების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კიდევ ბევრი რაღაცები, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკა გაგრძელდეს, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს, ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. უფრო მეტიც, ალბათ სწორია რეკომენდაცია, აჭარაში განსაკუთრებით, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში, ეს ძალიან სწორი რეკომენდაციაა”,- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები