კორონავირუსს რუსეთის დუმის დეპუტატი ემსხვერპლა

რუსეთის დუმის დეპუტატი, ვახა აგაევი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეგობრებისა და კოლეგების ინფორმაციით, ვირუსის ფონზე მას თრომბოზი განუვითარდა, მოგვიანებით კი კომაში ჩავარდა, რასაც დეპუტატის სიკვდილი მოჰყვა.

გარდა ამისა, ვირუსი კიდევ 50-მა დეპუტატმა გადაიტანა, ამჟამად კი 10 რუსი კანონმდებელი საავადმყოფოში მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები