ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ს მერვე პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, 23 სექტემბრის მდგომარეობით, 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 1116 ინფიცირებულია.

ვირუსის დამარცხება 330-მა პირმა შეძლო.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 91 პაციენტი მკურნალობას, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის – საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები