ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არტპლენერის დახურვას დაესწრო

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ფოთში, ხელოვანთა სკვერში შავი ზღვის აუზის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო არტ-პლენერის დახურვას დაესწრო.

საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მხატვრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა, კატალოგისთვის მათი ნამუშევრები შეირჩევა ონლაინ კომუნიკაციის შედეგად. საბოლოოდ კი პლენერის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება პლენერის მონაწილე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის პლატფორმის შექმნა ადგილობრივი მხატვრებისათვის, სადაც მათ აქვთ საშუალება, კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და, ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს”, – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

კანდიდატის განცხადებით, წელს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები