მძიმე ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში – სოხუმის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებისთვის სპეციალურ განყოფილებას ამზადებენ
სოხუმის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებისთვის სპეციალურ განყოფილებას გახსნიან.
ამის შესახებ კლინიკის თერაპევტული განყოფილების უფროსმა, ნელი ჯინჯიამ განაცხადა.
მისი თქმით, განყოფილებაში ცალკე შესასვლელი და ცალკე პალატები იქნება. თუ საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები დაუდგინდა, მას აღნიშნულ განყოფილებაში მოათავსებენ.
ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა მთავარი სამკურნალო დაწესებულება გუდაუთის საავადმყოფოა, სადაც ამჟამად 101 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ზოგად სურათს, ეპიდვითარება აფხაზეთში მკვეთრად გაუარესდა.
ყოველდღიურად ე.წ. რესპუბლიკაში ათობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
ბოლო მონაცემით კი, 995 დადასტურებული შემთხვევაა, 289 განიკურნა და 7 პირი გარდაიცვალა.