კახიშვილი: რაც უფრო მეტად ღირსეულად იქნები წარმოჩენილი ბრძოლაში,  მეტად შეინარჩუნებ სახეს

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივისცემით არის განწყობილი და მათ წარმატებას უსურვებს.

კახიშვილის თქმით, ოპონირება არ უნდა მოხდეს პიროვნების ღირსების შელახვის საფუძველზე.

„ჩემი ოპონენტების მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი.  უბრალოდ თამაშის წესები არის თამაშის წესები.  ყველას ვუსურვებ წარმატებას. ოპოზიციაში როცა ხარ, ამოცანაა, რომ ხელისუფლბაში მოხვიდე. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას აქვს ჩარჩოები. ეს არ უნდა მოხდეს პიროვნების ღირსების შელახვის საფუძველზე. შენ შეიძლება გქონდეს სხვა პროგრამა, მე კი სულ სხვა, მაგრამ მე თქვენს პიროვნულ თვისებებზე არ უნდა გავაკეთო ორიენტაცია.

ასე რომ თამაშის წესები არის თამაშის წესები.  ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ღირსეულად იქნები წარმოჩენილი თუნდაც ბრძოლაში, მით უფრო მეტად შეინახავ სახეს. მე წარმოვადგენ გუნდს, ამავდროულად მე მყავს ჩემი მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც გვენდობიან.  ასე რომერთობლივად მივაღწევთ წარმატებას”, – განაცხადა კახიშვილმა „იმედის” ეთერში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კვლევებს, კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული სოციალური კვლევების არ ჯერა.

„არასდროს არ მჯეროდა აქ ჩატარებული სოციალური კვლევების, მართლა გეუბნებით.  როგორ მოხდა ისე, რომ არცერთ სოციალურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც კითხვით მომმართავდა.  ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. არ მჯერა იმ შედეგების, რომელიც იდება, რადგან მათი დამკვეთები არიან პოლიტიკური სუბიექტები”, – დასძინა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები