საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა.

“დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები