ეკატერინე ტიკარაძე: პირადი დაცვის საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პირადი დაცვისა საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობაა.

„ჩვენ ვიმუშავეთ ქვეყნის შიგნით და ზუსტად ვიცით, რა სიმძლავრეები შეუძლიათ, მართონ ჩვენმა ექიმებმა. მობილიზებული არის ყველა საჭირო მასალა იმისთვის, რომ ინფიცირების დროული გამოვლენა მოხდეს. კონკრეტულად, ეს ეხება ლაბორატორიებისა და ტესტირების მობილიზაციას. გვაქვს საკმარისი რაოდენობა პირადი დაცვის საშუალებებისა. ასევე, რა თქმა უნდა, მობილიზებულია სასუნთქი აპარატების მარაგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები