როგორ ემუქრებოდა შაქარაშვილების ოჯახს დაკავებამდე ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე

10 სექტემბერს, დღის 12 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა გიორგი შაქრაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არარულწლოვნის, ზ.ხ-ის მამა, რომელიც, დანით ხელში, საკუთარი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. დაკავებული თამაზ ხომასურიძე ბრალდებულია მუქარის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. დანაშაული ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 151 მუხლი პირველი ნაწილის 169-ე პრიმა მუხლის მე-9 ნაწილითა და 370-ე მუხლი მეორე და მესამე ნაწილებით პასუხისგებას.

თამაზ ხომასურიძე ქართველი მაყურებლის წინაშე იმ ტელეკომპანიების ეთერში წარდგა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პარალელურ ჟურნალიტურ გამოძიებას ატარებდენ და მაყურებელს ოფიციალური გამოძიებისგან კარდინალურად განხვავებულ ვერსიებს სთავაზობენ. არასულწლოვნის მამა რამდენიმე კვირის წინ ამ ტელეკომპანიათა ეთერში წამებულის მანტიით მოსილი წარდგა, რომელიც აცხადებდა, რომ სიცოცხლეს შესწირავდა საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას. მისივე ვერსიით, არსებობდა მთელი რიგი ნივთმტკიცებები, რომელიც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს უდანაშაულობას დაამტკიცებდა, რომელსაც გამომძიებლები შეგნებულად უმალავდნენ საზოგადოებას.

“დაკავებული თამაზ ხომასურიძის შვილი ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის. მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ერთი მხრივ – ხომასურიძე ახორციელებდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და, მეორე მხრივ – ცდილობდა მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რაც დადასტურდა აღნიშნული გამოძიების პროცესში უტყუარად, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იგი ბრალდებულის სახით იქნა თბილისში დაკავებული“, – განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

,,კვირა” გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა:

– თქვენ, როგორც ოჯახის ადვოკატი, რამდენიმე დღეა, აცხადებთ, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა გემუქრებათ. რა სახისაა ეს მუქარა?

– “ფეისბუქში,, მწერდა, რომ არ მაცოცხლებდა, პირადად მემუქრებოდა მეგობრების საშუალებით, უცხო ადამიანებს მიგზავნიდა. მოკლედ, მაშანტაჟებდა, მისი ჭკუით.

-თქვენი შეშინება სურდა?

-როგორ უნდა შევეშინებინე კაცს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს? ის არაადეკვატურია, არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, რამაც მის ფსიქიკაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. იმედია, დაკავების შემდეგ სასამართლო ექსპერტიზა იტყვის მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

– მოლოდინი იმისა, რომ ზ.ხ- მამას დააკავებდნენ და რომ ის საქმის გაყალბებას ცდილობდა, გქონდათ?

– ვიცოდი, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობდა და მას დღე-დღეზე აიყვანდნენ.

– ტყუილი, რომელიც თამაზ ხომასურიძემ ტელეფონებთან დაკავშირებით მოიფიქრა, თავიდანვე აბსურდულად ჟღერდა. თითქოსდა, ვიღაც გამვლელმა ქუჩაში დაგდებული ტელეფონი იპოვა და მესიჯები წაიკითხა. ამ ვერსიის დაჯერება არაპროფესიონალსაც კი გაუჭირდებოდა…

-თუმცა, დაიჯერეს. სწორედ ეს ვერსია აიტაცა ტელეკომპანია ,,მთავარმა” და ეს თემა მათი ეთერის მთავარ შოუდ აქციეს. დეგენერატის მეტი ამ ვერსიას ვინმე დაიჯერებდა? შემდეგ ეკრანზე გამოიყვანეს ვითომდა ექსპერტი, ვინმე გალინა, რომელსაც მე ,,გალინა ბლანკა” შევარქვი. ეს ქალბატონი ამყარებდა გვარამიას შექმნილ ვერსიებს. ძალიან არ უნდოდათ, გამოძიებას საქმე გაეხსნა და ბოლომდე მიეყვანა. ამისთვის მთელი ოპოზიციური მანქანა მუშაობდა. იყო დიდი ვიშვიში და თავის მტვრევა იმაზე, რატომ არ დებდა ექსპერტიზა პასუხს.

-ბოლოს და ბოლოს, ექსპერტიზის პასუხი მაინც დაიდო…

-ახლა ამაზე ჩაცვივდნენ იტერიკაში. როგორც კი ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდა, გვარამიამ დამნაშავეების გამართლება დაიწყო. ძალიან გულდასაწყვეტი აღმოჩნდა მისთვის, რომ თემის პოლიტიზება ვერ მოახერხა, რომ შაქარაშვილების ოჯახი ამ ანკესს არ წამოეგო. ოჯახის მხარდაჭერაზეც რომ ხელი ჩაიქნიეს, დაიწყეს ჩემი დატერორება. თუმცა, არაფერი გამოუვიდათ.

– რატომ ცდილობს ზოგიერთი მედიასაშუალება მკვლელების გამართლებას?

– მათ სულ არ აინტერესებთ, ვინ მკვლელია და ვინ – მართალი, მათი მთავარი ინტერესია წინასაარჩევნოდ გამოძიების დისკრედიტაცია და თქმა იმისა, რომ ხელისუფლება ვერ მუშაობს. ესაა და ეს, ამიტომაც ემუქრებიან ოჯახს და ყველანაირად ცდილობენ, შეთხზან ახალი გმირები ისეთი ადამიანებისგან, როგორიცაა დღეს დაკავებული თამაზ ხომასურიძე.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები