“ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე”

“თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე, ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმი, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეთ “112”-ს და ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქეთ, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები