ენგურჰესის 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრები 28 პირიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 22 ენგურჰესის თანამშრომელია.

“სულ გაიტესტა 717 მოქალაქე, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 28 მოქალაქეს. ესენი არიან საბერიოში მაცხოვრებლები. 28 პირიდან 22 არის ენგურჰესის თანამშრომელი. ისინი მუშაობენ საბერიოს ქვესადგურში და მათ  სამეგრელოსთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად, ეს ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონ სოფელ საბერიოში იმყოფებიან. ინფიცირებული პირები საქართველოში არსებულ სპეციალიზებულ საავადმყოფოებში გადანაწილდებიან. დღეის მდგომარეობით, რუხის კლინიკაში განთავსებულია 56 კოვიდინფიცირებული პაციენტი”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები