მუსიკალური ფესტივალი Eclectik ლისზე – ფესტივალი ყოველ ჯერზე მსმენელს განსხვავებული სახის, ეკლექტურ ივენთებს სთავაზობს

11 სექტემბერს, ლისზე მუსიკალური ფესტივალი Eclectik გაიმართება.

მუსიკალური ფესტივალი Eclectik სრულიად ახალი და რაც მთავარია, საინტერესო სივრცეა. ფესტივალი სახელს ამართლებს და ყოველ ჯერზე მსმენელს განსხვავებული სახის, ეკლექტურ ივენთებს სთავაზობს.

Eclectik არის სივრცე, რომელიც ზრუნავს ერთიანი, ხალისიანი განწყობის შექმნაზე, დამოუკიდებელი არტისტების წარმოჩენა-განვითარებაზე როგორც მუსიკალური, ისე სხვა მიმართულებით. ასე მაგალითად, მათ სივრცეში შეხვდებით ხელნაკეთი ნივთების დამწყებ და უკვე გამოცდილ ოსტატებს. ამას გარდა, ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკოსების გვერდით იხილავთ ახალ სახეებსაც, რომლებსაც აუდიტორიის წინაშე საკუთარი, საავტორო ნამუშევრების წარდგენის საშუალება ეძლევათ.

ამჯერად 11 სექტემბერს, 16:00 საათიდან შეგიძლიათ აისეირნოთ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუსიკალურ ნაწილამდე შეგეძლებათ თავი შეიქციოთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენით, მოიხატოთ სახე ან, სულაც, ტანი. შეუერთდეთ ფერების ფესტივალს (თან იქონიეთ ღია ფერის მაისური). 9 საათიდან კი სცენას თავისი გიჟური მუსიკით ალტერნატიული ჯგუფი- Asea Sool გაახურებს. სიგიჟეებში მას არც ქართული რეპის მეფეები ჩამოუვარდებიან და ერთმანეთს ზაზა ნოზაძე (Sfx) და მონატრებული კაბუ შეენაცვლებიან.

შუაღამის მუსიკას კი ახალბედა, თუმცა სუპერ DJ-ები, Hesque და A70 შემოგვთავაზებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე https://tkt.ge/Event/237414/eclectik-night-vol-2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები