“ხმები საქართველოდან” – “აქ. ახლა” “თიბისი” ახალ პროექტს იწყებს
“თიბისი” “აქ. ახლა” კამპანიის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს. დღეიდან ვებგვერდზე- herenow.ge – საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აუდიოჩანაწერების ლაივრეჟიმში მოსმენა იქნება შესაძლებელი. ონლაინრადიო “თიბისის” ახალ სტრატეგიას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყოველ სიახლეს „აქ და ახლა” სთავაზობს მომხმარებელს.
ხმოვანი მასალა, რომელიც საველე ჩანაწერების, აუდიო არქივის, პოდკასტებისა და ქართველი არტისტების ნამუშევრებისგან შედგება მუდმივ რეჟიმში განახლდება.
აუდიო პლატფორმას რამდენიმე მიმართულება აქვს:
· საველე ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ხმებს სხვადასხვა ლოკაციიდან
· XX საუკუნის ქართული აუდიო არქივი
· შემეცნებითი პოდკასტები
· აუდიო ლექციები
· ქართველი მუსიკოსების ნამუშევრები
აქ. ახლა შენ უკვე შეგიძლია მოუსმინო თბილისის ხმას:
დედაქალაქის ურბანულ ხმებზე აგებული კომპოზიცია: https://herenow.ge/
R