გიორგი გახარია: მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია, სხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც გაგრძელდეს
“მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებისა და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია, 3 ქალაქის პირობებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მართლაც გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სასტუმროებშიც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანლობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანლობს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება, ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს”, – განაცხადა პრემიერმა.