გიორგი გახარია – მიხეილ სააკაშვილზე: მობრძანდეს!

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ამის შესახებ გახარიამ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ “ძალა ერთობაშია” მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელებს, არის თუ არა მოსალოდნელი ქვეყანაში მისი ჩამოსვლის შემთხვევაში გარკვეული დესტაბილიზაცია.

“მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები