ახლადაშენებული გაზსადენის სისტემაში ჩართვის გამო, 4 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს დროებით შეუწყდება

დედაქალაქის გაზით უსაფრთხო მომარაგების მიზნით, ხვალ ახლადაშენებული გაზსადენი ჩაერთვება სისტემაში. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

“ახლადაშენებული გაზსადენის სისტემაში ჩართვის გამო ხვალ, 4 სექტემბრის 23:00 სთ-დან ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს:

საირმის გორა 16-ში მდებარე ამხანაგობა “საირმე 2001″-სა და „ტურ-ელიტ გრუპის” საცხოვრებელ კორპუსს, კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას ქ. 6, 8, 10, თამარაშვილის ქ. 13-ის ტერიტორიაზე შპს ,,მ2″-ის კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ასევე ყაზბეგისგამზ. 25-ში მდებარე შპს ,,მ2 ყაზბეგზე”, ასათიანის #10ა-ში შ.პ.ს საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზ. 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, შ. ნუცუბიძის ქ. 26ა, 26დ-2, 26დ-3, დელისის 2-ის მიმდებარედ, (ზალდასტანიშვილების ქ. 16), დელისი-3 (ზალდასტანიშვილების ქ. 3), დელისისქ. 9-7 (ზალდასტანიშვილების ქ. 29), დელისის ქუჩის დასაწყისს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საკვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბათესტა”-ს, შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ვაჟა ფშაველას გამზ. 41-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება . „თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ახალი გაზსადენის სისტემაში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობის გაზით უსაფრთხო მომარაგებისთვის,”- ნათქვამია ,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები