ბეჟან გუნავა: კახელი გლეხებისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

პარტია „ქართული არჩევანის“ ლიდერის, ბეჟან გუნავას განცხადებით, კახელი გლეხებისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამის შესახებ გუნავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვართ ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაცია – „ქართული არჩევანი“. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა: კინკლაობის, ურთერთთავდასხმების რეჟიმიდან ქვეყნის გადაყვანა შედეგზე ორიენტირებულ დღის წესრიგზე. ეს გახლავთ ხალხის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლა. ამის კონკრეტული მაგალითია ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი, ქალბატონ მაკა გაკაფაშვილთან ერთად, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალფას“ წარმოადგენს. მინდა, შეგახსენოთ, რომ 6 ივლისს კახეთის რეგიონში დაისეტყვა ვენახები, პლანტაციები. ხალხმა აიღო დაზღვევიდან ანაზღაურება, მაგრამ ბევრ გლეხს ჰქონდა პრეტენზია. მათ ჩვენ მოგვმართეს. ჩვენ ვითანამშრომლეთ „ალფასთან“ და მათ 100 %-ით დააკმაყოფილეს ყველა ის პრეტენზია, რაც ჰქონდათ გლეხებს. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა გუნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები