ანზორ ბოლქვაძე: ჩვენ ერთიანობით გავაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ჰქვია

„31 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ არჩევანი, ამ ერთიანობას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება”, – ამის შესახებ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ ხელვაჩაურში წარდგენაზე განაცხადა.

დეპუტატობის კანდიდატმა მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის.

“მოგესალმებით, ჩემო ხელვაჩაურელებო, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პრემიერმინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს და მადლობას გადავუხდი დღევანდელი დღისთვის. მე, ისევე როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი – ფრიდონ ფუტკარაძე, ყველა ამომრჩეველთან მივალთ, საქმეს არ მოვერიდებით. ვეცდებით, შევასრულოთ ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოს განვითარებას სჭირდება როგორც საკანონმდებლო, ისე  – აღმასრულებელ ორგანოში. ამ ერთიანობას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, 31 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ არჩევანი, უნდა ვუთხრათ კიდევ ერთხელ, თქვენ არა და „ოცნება” ყოველთვის გაიმარჯვებს. ჩვენ ერთიანობით გავაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ჰქვია”, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები