პროკური ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მშობლის განცხადება

პროკური ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მშობლის განცხადება, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო პროცედურის დროს პროკურორმა სანიკიძემ ზ.ხ.-ს ჩვენება ჩაასწორა.

პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ.-ს დაკითხვა კანონის დაცვით განხორციელდა.

“ეს სიმართლეს არ შეესაბამება,რადგან დაკითხვას ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი.შესაბამისად, რაიმე სამართლებრივ დარღვევაზე საუბარი ზედმეტია”, – განაცხადა ნიკოლოზ სანიკიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები