გოჩა ენუქიძე: 2014 წლიდან დღემდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 10 და აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

დეპუტატის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა ის მიღწევა თუ პრობლემატური საკითხი განიხილეს, რომლის წინაშეც დღეს საბავშვო ბაღი და მათი აღსაზრდელები დგანან.

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 10 და აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი.

გოჩა ენუქიძემ საბავშვო ბაღის პედაგოგებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ახალი თაობის ღირსეულად აღზრდაში თანამონაწილეობისთვის და მხარდაჭერა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები