თეთრიწყაროში, სოფელ დვალთაში სახლი დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები