ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში აქცია – „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე” მიმდინარეობს

ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში აქცია – „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე” მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციას აწარმოებენ კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები:
ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.

პაციენტებს უტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით, უფასოდ გაიცემა მედიკამენტები.

აქცია  საქართველოს პრემიერმინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები