წალკა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს

 წალკის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 2014 წელს 1 287 500 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტების საფუძველზე მიიღო. სოფლებში – იმერა, ლივადი, საბეჭისი და არ-სარვანი – დაგეგმილია წყალსადენის შიდა ქსელისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. სოფელ დაშბაში მოეწყობა წყალსადენის შიდა ქსელი. ნაწილობრივ მოასფალტდება წალკის ქუჩებიც. დაფინანსების მიღების წესის მიხედვით, პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები