“ა/ო “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრს” ხელში ჩაუვარდა უტყუარი მტკიცებულება (ვიდეო ფაილი) იმისა, რომ გიორგი ვაშაძის პარტია – “სტრატეგია აღმაშენებელში” არალეგალურად ამუშავებს არასრულწლოვნებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი” ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-ს, საგადასახადო სამსახურს, სახალხო დამცველს, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებებზე, აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
“ა/ო “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრს” ხელში ჩაუვარდა უტყუარი მტკიცებულება (ვიდეო ფაილი) იმისა, რომ ბ-ნი გიორგი ვაშაძე პარტია “სტრატეგია აღმაშენებელში” არალეგალურად ამუშავებს არასრულწლოვნებს.
– იმის მაგივრად, ახალგაზრდებს საგანმანათლებლო კურსები ან ტრენინგები ჩაუტაროს, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში – მაშინ, როდესაც დიდხანს გაჩერება ნებისმიერს გახდის ცუდად, უნამუსოდ ამუშავებს არასრულწლოვნებს. ამასთანავე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ახალგაზრდები დასაქმებულები არიან არალეგალურად (შავად) და მშობლების ნებართვის გარეშე…
– საინტერესოა, რომ ეს ახალგაზრდა, როგორც საუბრიდან ირკვევა, პარტიის იდეური წევრი არ არის. იგი იქ მხოლოდ გასამრჯელოს გამოა მისული.
– საინტერესოა, რა შავი ფული ტრიალებს გიორგი ვაშაძის “ჯიბეში”? საიდან? კარგი იქნება, თუ გასაჯაროვდება მისი პარტიის დეკლარაცია და აუდიტის დასკვნა.
მივმართავთ შსს-სა და საგადასახადო სამსახურს, სახალხო დამცველს, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებებზე, დაინტერესდით აღნიშნული საკითხით. სახეზეა რამდენიმე უხეში კანონის დარღვევა კერძოდ შრომის კოდექსის ll კარის ll თავის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე საგადასახადო კოდექსის 79, 80, 81 მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსის 218 მუხლი.
გულწრფელად იმსახურებს ეს შუბლზე ძარღვგაწყვეტილი არარაობა პარლამენტარობას?! ეს ფაშისტი არაფერს იმსახურებს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში