სოფელ კაკლიანში ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზა მოეწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაკლიანში ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზის მოწყობა დასრულებულია.

განახლებული გზა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა დაათვალიერა.

“რეაბილიტირებულ გზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანსპორტო, ასევე – სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. პროექტი, რომლის ღირებულება 489 000 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები