ზურაბ პატარაძე საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოს კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძეთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა ესწრებოდა.

“მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარა მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და კულტურის სფეროს განვითარებას.

შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში დაგეგმილი ინიციატივებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები