ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 143 დადასტურებული შემთხვევაა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 7-მა პაციენტმა შეძლო, სულ 45 გამოჯანმრთელებულია.
აღინიშნება, რომ ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა.