თეთრიწყაროში აგვისტოს ომის გმირის, ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა გადაიხადა.
19 წლის კაპრალი ვლადიმერ დავითაშვილი 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები