„ილია და თბილისი“ – ახალი გამოცემის წარდგენა საკრებულოში

თბილისის საკრებულოში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ გაერთიანების ახალი გამოცემა – „ილია და თბილისი“ და განახლებული ვებგვერდი წარადგინა.
გენერალურმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუზეუმების გაერთიანების 4-წლიანი ანგარიში წარუდგინა და მომდევნო 4 წლის გეგმებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დედაქალაქის მერის მოადგილე – ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  – მარიკა დარჩია, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები