თამარ ბაჩალიაშვილის დედა: მზაკვრული გეგმაა – წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს

“წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს”, – ასე გამოეხმაურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ წერილი, სადაც წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია.

თამაზაშვილის თქმით, მან იცოდა, რომ თამარი საზღვარგარეთ სწავლის მიზნით თანხას აგროვებდა.

“წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს, ძალიან მზაკვრულად დაგეგმილი გეგმაა. ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება ერთ და ორ დღეში არ ხდება, თვეების განმავლობაში ხდებოდა. ისიც ჰქონდათ გამოკვლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა და, სავარაუდოდ, დააწერინეს – “გამოიყენეთ თანხა”. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე შეემთხვეოდა, იმ თანხას ოჯახი გამოვიყენებდით. ამას დაწერა რად უნდოდა. ვიცი, რომ ჩემი შვილი თანხას აგროვებდა, საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა, მე და ჩემს მეუღლეს ამის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ, რასაც შრომობდა, აგროვებდა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები