ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0737 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0739 ღირდა.
0.0004 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.6402 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6398 ლარი იყო.