თამარ ბაჩალიაშვილის დედა: მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ საქმეში FBI ჩართული იქნება

“მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ საქმეში FBI ჩართული იქნება”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ საქმეში FBI ჩართული იქნება. რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვას – აღინიშნა, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობისა და განხილვის უფლება”, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები