გია ვოლსკი: საარჩევნო პერიოდში წვრილმანი დარღვევები დესტრუქციულ ოპოზიციას საფუძველს აძლევს, საერთაშორისო პარტნიორებს რაღაც პოზიციიდან ელაპარაკონ 

“იყო ფაქტი, რომელიც ერთერთი სავაჭრო ობიექტიდან კიტრის თუ პომიდორის უფასო დარიგებას ეხებოდა. ეს დარღვევაა, თუმცა ამას ისეთ სახეს ვერ მივცემდი, რომელმაც რაღაც გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გადაცდომა დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„იყო ფაქტი, რომელიც ერთერთი სავაჭრო ობიექტიდან კიტრის თუ პომიდორის უფასო დარიგებას ეხებოდა. ეს დარღვევაა, თუმცა ამას ისეთ სახეს ვერ მივცემდი, რომელმაც რაღაც გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი წვრილმანი დარღვევები ან თუნდაც როგორი დარღვევაც  უნდა იყოს, ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას საფუძველს აძლევს, რაღაც პოზიციიდან ელაპარაკონ საერთაშორისო პარტნიორებს. იყო შენიშვნები სხვა პოლიტიკური ძალების მიმართაც, მაგრამ როცა ვითარება მოითხოვს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარების გაცემას რთულ ვითარებაში, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ შეიძლება, მიეწეროს მოსყიდვის მცდელობას ან, მით უმეტეს, დარღვევას.

არაორდინალური ვითარებაა. მსხვილი დარღვევები ჯერ არ გამოვლენილა, იმედია, არც იქნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გადაცდომა დადგენილი წესებიდან სერიოზულად დაასხამს წყალს დესტრუქციული ძალების წისქვილზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები