ლარი დოლართან მიმართებით 0.001 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.001 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0729 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0719 ღირდა.
0.0169 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.6190 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6021 ლარი იყო.