“აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი, ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს” – დეკანოზი გიორგი ბერაძე
“აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი ბერაძემ ისაუბრა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მიცვალებულთა ხსენება არის თომას სამშაბათს, ანუ ერთი კვირის შემდეგ, თუმცა, “რაკი არსებობდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ეს ტრადიცია, პატრიარქმა დატოვა ეს ორშაბათი, აღდგომიდან მეორე დღე”.
„ამ დროს ძალიან კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ ქრისტიანების მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში და ძალიან დიდი ნუგეშია მიცვალებულთა სულებისა და მათი ახლობლებისთვის“, – აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.