ლევან გოფოძე: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალია

“ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, გოფოძის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია.

„ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. მათგან, ძირითადად, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია. საბედნიეროდ, მართვითი სუნთქვა მისთვის საჭირო არ არის. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თანდათანობით და ამჟამად უკეთ გრძნობს თავს.

პაციენტი მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. იქ დაიწყო მკურნალობა, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ პაციენტი გადმოიყვანეს იქნა ჩვენთან. უნდა აღნიშნოს, რომ, მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები ან ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მას უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ – ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე, როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები