არჩილ თალაკვაძე: მომავალში გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ

“მომავალში გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და “მწვანე სივრცის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

თალაკვაძემ განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების ასახვის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი, რასაკვირველია, მომავალში კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჩვენს პროგრამაში, საჯარო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად იქნება ასახული გარემოს რაციონალური მართვის საკითხები.

ცალკე მსურს, გამოვყო განათლების სფეროს მნიშვნელობა გარემოსთან დაკავშირებული ეფექტური და სწორი პოლიტიკის წარმოებაში, ვინაიდან განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვით, მეტი მიწოდებით ახალგაზრდებისთვის იქმნება საფუძველი, რომელიც მომავალში უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი. შესაბამისად, შემდეგი წლების განმავლობაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს – გააგრძელებს იმ პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებითაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები