კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეულ ყველაზე მოწყვლად ათ მუნიციპალიტეტში შედის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროექტის „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ”, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკფაქტორების შემცირებას.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევების მიზეზებსაც.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით უკვე განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოთქვეს მზაობა, სამომავლოდაც ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში, ვინაიდან გარემოსდაცვითი თემები მოსწავლეებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები