ეკატერინე ტიკარაძე: ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა.

მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტირება სხვა ბაზრებზეც იგეგმება.

„რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები