თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა

თემქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ქვეითად მოსიარულე მამაკაცი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დაშავებულია, ასევე, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს,  მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები